პროექტის სახელწოდება
: „სკოლის ინტელექტუალი“
მთავარი იდეა:
ნაკითხი თაობის აღზრდა
აქტუალურობა: კომპიუტერიზაციამ და ინტერნეტიზაციამ მოსწავლეები
მოწყვიტა კასგარეშე ლიტერატურას, ძნელია იძულებით დაუბრუნო მკითხველი წიგნს. ამიტომ
გადავწყვიტეთ მივცეთ კონკურსის სახე , გამოვიყენოთ სოციალური ქსელი და ნელ-ნელა შევაყვაროთ
ჩვენს მოსწავლეებს წიგნის კითხვა.
მიზნები: კლასგარეშე ლიტერატურისადმი
ინტერესის დანერგვა-დამკვიდრება მოსწავლეებში. მონაწილეთა ასაკი: 12-18 წელი.
ვადები: 2013
წლის აპრილი-2013 წლის ივნისის ჩათვლით.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს გაუჩნდებათ წიგნისადმი ინტერესი. წიგნი
დაიბრუნებს მკითხველს . შეიქმნება მოსწავლეთა
ნამუშევრების კრებული.
საჭირო რესურსები: კომპიუტერები, ინტერნეტი, კლასგარეშე ლიტერატურა,ადამიანური
რესურსი: მასწავლებლები და VII-XI
კლასის მოსწავლეები.
პროექტის მსვლელობა:
მოკლე აღწერა:
აქტივობა 1.მოსწავლეებს
მითითებული ექნებათ სხვადსხვა კლასგარეშე ლიტერატურა რომელიც უნდა წაიკითხონ მითიოთებულ
დროში.
აქტივობა 2. საკონკურსო
ლიტერატურის არ ქონის შემთხვევაში ან სურვილის შემთხვევაში მოსწავლეები ისარგებლებენ
სკოლის ბიბლიოთეკით
აქტივობა3. დროის ამოწურვის შემდეგ წაკითხული მასალიდან ფეისბუქის
გვერდძე გამოქვეყნებული იქნება კითხვები ,
აქტივობა4. დაწერენ შთამბეჭდავი ადგილის შესახებ ესეს.
აქტივობა5. წაკითხული
თემის ირგვლივ მოეწყობა საკლასო დისკუსიები.
შემდეგ გამოცხადდება
ახალი საკონკურსო თემა და განმეორედება იგივე
პრცედურა , ასე გაგრძელდება სასწავლო წლის დასასრულებამდე.
აქტივობა6. მოეწყობა
ერთიანი სასკოლო პრეზენტაცია პროექტის დასრულებისას.
აქტივობა7. მოსწავლეთა
ნამუშევრებით შეიქმნება ესეების კრებული „ჩვენი შთაბეჭდილებები“
აქტივობა8 გამარჯვებულის
გამოვლენა: გამარჯვებული მოსწავლეები მოიპოვებენ სკოლის ინტელექტუალის ტიტულს. გამარჯვებული
გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციებში: ყველაზე მეტი პასუხის ავტორი, საუკეთესო ესეს
ავტორი, საუკეთესო მჭევრმეტყველი.
ქართ. VII. 7.
მოსწავლეს
შე-უძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,
მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა.
ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგი-ების გამოყენება ნაწერის
ეფექტური ორგანიზები-სათვის.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს
ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან
მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება
ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 8.
მოსწავლეს
შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის
შესაბამისი სტრატეგიების
ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია
დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად
შეფასება.
ქართ. XI. 8. მოსწავლეს შე-უძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შე-უძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.